
გორში წუხელ მამაკაცი დაჭრეს – “ქართლის ამბების” ცნობით, შემთხვევა სადგურის დასახლებაში მოხდა.
გამოცემის ცნობით, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი, ის გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მიმდინარეობს გამოძიება.
ადგილობრივი მედიის თანახმად, ადგულზე მობილიზებულნი იყვნენ კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
წყარო: resonancedaily. com



