ახალი ამბები

„ჩვეულებრივი ვაკე ადგილია, არ არის რთული გზა…“ — რას ჰყვება თუშეთში დაღუპულის ნათესავი მომხდარ ტრაგედიაზე?

თუ­შეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 34 წლის სი­მონ ხე­ჩასშვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ხოლო მან­ქა­ნა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლად გა­და­ურჩნენ. სი­მონ ხე­ჩასშვი­ლი წარ­მო­შო­ბით ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან, სო­ფე­ლი უდე­დან იყო და თუ­შეთ­ში, ჰეს­ზე იყო და­საქ­მე­ბუ­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ავა­რია სო­ფელ ქვე­მო ომა­ლო­ში, ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრსა და პო­ლი­ცი­ას შო­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და.

“ტო­ი­ო­ტას” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც სი­მო­ნი მარ­თავ­და და რო­მელ­შიც სულ ხუთი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და რამ­დენ­ჯერ­მე ამობ­რუნ­და. სამ­წუ­ხა­როდ სი­მონ ხე­ჩასშვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­შავ­და ოთხი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან ლა­გო­დე­ხი­დან დები მო­დე­ბა­ძე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბენ.

ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლებს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ქვე­და კი­დუ­რე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ.

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ნა­თე­სა­ვი მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლია და წარ­სულ­ში მა­მი­დაშ­ვილ­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან უჭირს. მისი თქმით, სი­მო­ნი თუ­შე­თის ჰეს­ზე მუ­შა­ობ­და, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო და ერთი შვი­ლი დარ­ჩა

“სი­მო­ნი ძა­ლი­ან კე­თი­ლი, ძა­ლი­ან თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნი იყო. იმის გა­აზ­რე­ბა მი­ჭირს, რომ ის აღარ გვყავს ცო­ცხა­ლი. გაგ­ვა­ნად­გუ­რა ამ ამ­ბავ­მა. ადი­გენ­ში ცხოვ­რობს მისი ოჯა­ხი. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო, დარ­ჩა ერთი შვი­ლი. ძნე­ლია ასეთ დროს რა­ი­მე თქვა. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, ვიცი მხო­ლოდ ის, რომ სი­მო­ნი ცო­ცხა­ლი აღარ გვყავს. თუ­შეთ­ში მუ­შა­ობ­და, სამი წელი იქ­ნე­ბა რაც თუ­შე­თის ჰეს­ზეა და­საქ­მე­ბუ­ლი. აშე­ნებ­დნენ ჰესს, თვი­თონ ბრი­გა­დი­რი იყო, ჯგუ­ფი ჰყავ­და და რო­გორც ვიცი, უნდა გა­ეხ­სნათ ჰესი, ამის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. ამ­ბობ­და 15 რი­ცხვში ჰესი უნდა გავ­ხსნაო და ეს უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ორი კვი­რის წინ ვნა­ხე, მო­ვე­სიყ­ვა­რუ­ლეთ ერ­თმა­ნეთს, ჩემ­თან იყო სტუმ­რად ჩა­მო­სუ­ლი, ბევ­რი ვი­ცი­ნეთ და ვიმ­ხი­ა­რუ­ლეთ. ნეტა იმ დროს, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ეს ჩვე­ნი ბოლო შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბო­და, თავ­ზარ­დამ­ცე­მია ეს ამ­ბა­ვი”, – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის ნა­თე­სა­ვი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა>>>

Back to top button