ვატიკანი პანიკაშია! თურქეთში უძველესი ბიბლია აღმოაჩინეს.
თურქეთში აღმოაჩინეს უძველესი ბიბლია. როდესაც მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა ამ არტეფაქტის შესახებ, წიგნმა ვატიკანში დიდი შეშფოთება გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ამ ბიბლიაში ბარნაბას აპოკრიფული სახარებაა, რომელიც დაიწერა ქრისტიანი წმინდანის და მოციქულის მიერ. ბარნაბა იყო ქრისტეს ერთ-ერთი მოსწავლე. ის მოგზაურობდა პავლე მოციქულთან ერთად და იესოს ცხოვრებაზე რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ნაშრომი დაწერა.
აღსანიშნავია ის, რომ ეს წიგნი თურქეთში ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ნახეს, მაგრამ მსოფლო საზოგადოებამ მოცემულ მომენტამდე მასზე არაფერი არ იცოდა. ბიბლიის არსებობა უცნობი მიზეზების გამო საიდუმლოდ ინახებოდა მთელი ეს თექვსმეტი წელი. დღეს-დღეობით ბიბლია ინახება ანკარის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.წიგნის ფურცლები ცხოველის ტყავისგანაა დამზადებული. მრავალი საუკუნის მანძილზე ისინი გაშავდნენ, ამიტომ არამეულ დიალექტზე დაწერილი (ითვლება, რომ სწორედ ამ ენაზე საუბრობდა ქრისტე), მთელი ამ ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია.
თუმცა, ექსპერტებმა მაინც შეძლეს ტექსტის ნაწილის გადათარგმნა. ბარნაბა წერდა, რომ იესო არ იყო ძე ღვთისა, და ის ჯვარზე არ გაუკრავთ. მაცხოვარი, მოციქულის სიტყვების მიხედვით, წინასწარმეტყველია და ცად ცოცხლად ამაღლდა, ხოლო
მის მაგივრად ჯვარზე იუდა ისკარიოტელი გააკრეს. ამასთანავე, პავლე თვითმარქვიადაა მოხსენიებული, და არა მოციქულად. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ დედამიწაზე მალე მოვა უკანსკნელი მესია ისლამიდან.
ვატიკანის ექსპერტები გეგმავენ თურქების მიერ აღმოჩენილი ბიბლიის შესწავლას და მისი ნამდვილობის განსაზღვრას.
სხვათა შორის, ითვლება, რომ კათოლილურმა ეკლესიამ ცენზურა დაადო სახარებას ნიკეის ტაძარში და სწორედ მაშინ მთლიანად ამოიღო ბიბლიიდან ბარნაბას სახარება.
წყარო: intermedia. ge