
ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც მოტოციკლი ამოყირავდა.
ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.
„აჭარა თაიმსი“



