
უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, მარნეულის სამშობიაროში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა. როგორც ბაირამოვა წყაროზე დაყრდნობით წერს, ერთ-ერთი ახალშობილი გუშინ გარდაიცვალა.
“მითხრეს, რომ მარნეულის სამშობიაროში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა…
წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალშობილი გარდაიცვალა გუშინ გვიან ღანე, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia,“ – წერს ბაირამოვა.
წყარო: resonancedaily. com



