
ფშავში, სოფელ კანატიასთან ხიდი ჩაინგრა და მანქანა მდინარეში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ჩაინგრა ჩვენი ხიდი. მანქანა ჩავარდა. კაცი გადარჩა.
რა ვთქვა? – დღეს იქ წასვლას ვაპირებდით. არ წავედით. ჩვენი მანქანა უფრო მძიმეა. ვერ გადავრჩებოდით.
გთხოვთ გაავცელეთ! იმედიც არ მაქვს რომ ეს უშნოები რამეს გააკეთებენ.
მხოლოდ ერთს ვიტყვი: ყოფილო მერო მაცაცო, გახსოვს განცხადების დაწერას მთხოვდი? დავწერ, ერთხელაც დავწერ და მოვითხოვ მთელი ხარჯების მიზნობრიობის შემოწმებას. თვალთმაქცია ხარ. პასუხს აგებ” – ამის შესახებ მოქალაქე სოციალუ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.



