ახალი ამბები
მეგობრები უცხოეთში ერთად იმყოფებოდნენ და რომ დაბრუნდნენ ერთმა მეორეს ხალხის თვალწინ იარაღი დააცალა – რამდენჯერმე ესროლა, მაშინაც კი, როცა დაჭრილი კაცი გაქცევას ცდილობდა…
წყალტუბოში მომხდარი დაჭრის დეტალები ხდება ცნობილი – “მთავარის” ინფორმაციით, დაჭრილი და სავარაუდო დამნაშავე მეგობრები არიან, რომლებიც უცხოეთში იმყოფებოდნენ და საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზი.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა, მათ შორის მაშინაც, როდესაც უკვე დაჭრილი მამაკაცი გაქცევას ცდილობდა.
დანაშაული წყალტუბოს ცენტრში მოხდა. ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია. გამოძიება მომხდარზე მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია, დაკავებულია თუ არა დამნაშავე.
დაჭრილი პირი კი სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
წყარო: „მთავარი არხი”