ახალი ამბები
ტრაგედია ვალერი მელაძის ოჯახში – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველ მომღერალს, ვალერი მელაძეს მამა გარდაეცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ოჯახში მომხდარი ტრაგედიის გამო, მელაძემ ასტანასა და ალმათიში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა და თებერვლის თვეში გადადო.
ვალერი და კონსტანტინე მელაძეების მამის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. ცნობილია, რომ შოთა მელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ დამძიმდა და ის 20 იანვრამდე რეანიმაციაში იმყოფებოდა.