„ქორწინებისთვის საუკეთესო დროა, გაქვთ ლატარიაში მოგების არნახული შანსი” – კვირის ასტროლოგიური პროგნოზი – geonewest.com
ჰოროსკოპი

„ქორწინებისთვის საუკეთესო დროა, გაქვთ ლატარიაში მოგების არნახული შანსი” – კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის? – ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს.

ვერძი

ენერგიულები არიან, აქტიური მოქმედების დროა. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების დროა. შესაძლოა დაიწყოთ ახალი საქმეები და მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, არ გაქვთ გაჩერების უფლება. აწარმოვეთ შეხვედრები.

კურო

ენერგოტონუსი დაბალი აქვთ, შედარებით ადვილად იღლებით, მაგრამ რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია ამ დაღლას იმდენად ვერ გრძნობთ. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც თქვენი მფარველები გახდებიან. უფროსებთანაც დაამყარებთ კარგ ურთიერთობას, რამაც შესაძლოა თქვენ კარგი თანამდებობაც დაგაკავებინოთ.

ტყუპები

ზე-აქტიურია, უამრავი მოვლენა იქნება თქვენთან, ყველა მხრიდან მოდის სიახლეები და მთავარია მოასწროთ ყველაფერი. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და უცხოელებთან კონტაქტისთვის.

კირჩხიბი

ენერგოტონუსი დაბალია, მაგრამ არ გაცივდეთ, რათა არ გაუშვათ ხელიდან თქვენი წარმატებების შანსი. გაქვთ შესაძლებლობა გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც შემოგთავაზებენ ახალ საქმიანობას ამით კი თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ყურადღებით იყავით ჯანმრთელობასთან.

ლომი

იმპერატორთა ნიშანი, რომელიც ძალიან აქტიური და ენერგიულია. ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა. ენერგოტონუსი მატულობს, არ გახდეთ ავად, რათა არ დაკარგოთ ის წარმატება, რომელიც ამ კვირაში თქვენ გაქვთ ყველა კუთხით.

ქალწული

ამ კვირაში ქალწულები არიან მებრძოლები, უშიშრები და პრინციპულად იცავენ საკუთარ პოზიციას ყველგან. თუმცა იმოქმედეთ ისე, რომ თქვენი პრინციპულობით კოლეგები არ გააღიზიანოთ, მაგრამ დაიცავთ თქვენი პოზიციაც. აი, ეს თუ შეძელით იქნება კვირა წარმატებული.

სასწორი

აქტიურები, კომუნიკაბელურები არიან, ახლა გაქვთ ლატარიაში მოგების არნახული შანსი. საუკეთესო დროა ქორწინებისთვის, შეყვარებისთვის, მატულობს შვილებთან კონტაქტი, როგორც ლიდერები ხდებიან სამართლიანები.

მორიელი

საინტერესო კვირაა, მაგრამ არ გადაიღალოთ და არ გადაიტვირთოთ. სახლში მოიწყვეთ კომფორტი, სამშობლოში გაქვთ წარმატების არნახული შანსი, ასევე მემკვიდრეობით საკითხებს მოაგვარებთ მარტივად. უმჯობესდება ურთიერთობა დებთან, ძმებთან, ნათესავებთან.

მშვილდოსანი

თქვენი ერთ-ერთი კრედო არის, რომ ასწავლოთ სხვას, და სწორად ახლა შეგიძლიათ თქვენი ცოდნა უანგაროდ ლანგარზე მიართვავთ ყველას რაც თქვენ ავტორიტეტს გაზრდის. გემატებათ ენერგია და გაქვთ საშუალება ბევრი საქმე მოასწროთ. პერიოდი ასევე კარგია – მოლაპარაკებისთვის, ახალი ინფორმაციის მისაღებად და პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. კვირა არის ძალიან კარგი, ამიტომ იაქტიურეთ და გახადეთ კვირა დასამახსოვრებელი.

თხის რქა

ენერგოტონუსი ეცემა, ამიტომ არ გადაიღალოთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. ამ კვირაში შესაძლოა გაწყვიტოთ ძველი კავშირები, რომელსაც თვლით, რომ არაფერი არ მოაქვს თქვენთვის სასარგებლო. საუკეთესო დროა, დაიწყოთ ახალი იდეები, ასევე ძველი საქმიდან შეიძლება მიიღოთ მატერიალური დივიდენდები.

მერწყული

თქვენი დროა, მზე თქვენ ზოდიაქოს ნიშანშია. მერკური, მარსი და ვენერა შემდეგი კვირიდან გადმოდის თქვენ ზოდიაქოს ნიშანშია, თუმცა ამას თავისი ხიფათი აქვს – ენერგია გემატებათ, იღბლიანობა მატულობს, ყურადღების ცენტრში ხვდებით, თუმცა იყავით ყურადღებით არ აგივარდეთ თავში ეს ყველაფერი. ფულიც შემოდის, გაქებთ ყველა, მაგრამ არ ნახული სურვილები გიჩნდებათ და მატულობს, ვნება და თქვენი ფულიც სწორედ აქ მიდის.

თევზები

ვნებაც აქვთ, შემოქმედებაც აქვთ და ინტუიციაც კარგი აქვთ. თუმცა თევზებს ახლა ეწყება ურთულესი დაბადების წინა პერიოდი, წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ენერგოტონუსი გაქვთ. ფარული მტრების და ინტრიგების ალბათობა მატულობს, ამიტომ ენას კბილი დააჭირეთ და არ გათქვათ საიდუმლოები. არ დაგეგმოთ ახალი საქმეები, უმჯობესია ძველი საქმეებით შემოიფარგლოთ და დაასრულოთ ისინი – ახალი საქმეები კი 19 თებერვლიდან დაიწყეთ.

Back to top button