ახალი ამბები

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეასკდა, რის შედეგადაც 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, სად მოხდა საშინელი ავარია?!

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილობრივების ცნობით, 45 წლამდე მამაკაცი ერთ-ერთ ავტომობილში იმყოფებოდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

Back to top button