მამაკაცმა, რომელმაც ცოლი მოკლა და დაანაწევრა, აღმოჩნდა რომ ქმარზე ძალადობდა
სასამართლო პროცესზე მამაკაცმა განაცხადა, რომ ქალი მას სცემდა და ამცირებდა. მსჯავრდებულის სიტყვები მისმა ქალიშვილმაც დაადასტურა.
2023 წლის ზაფხულში, საშინელი მკვლელობა მოხდა ტარაში ( ომსკის ოლქი, რუსეთი) ქალი, სახელად ანა, 2023 წლის ივნისში გაუჩინარდა. მთელი ტარას მოსახლეობა ეძებდა ტყეებსა და მინდვრებში, ქალი სად შეიძლებოდა წასულიყო?ანას ორი შვილი ჰყავდა – 16 წლის ქალიშვილი და წლინახევრის ვაჟი. მეზობლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის მათ არ მიატოვებდა. და ისინი მართლებიც აღმოჩდნენ. ძებნაში ანას ქმარი მონაწილეობდა, თუმცა მან იცოდა სად იყო მისი ცოლი. როცა გამომძიებლები მის სახლში მივიდნენ დაკითხვაზე, მან ყველაფერი აღიარა.
გაირკვა, რომ მეუღლეებს შორის ჩხუბი მოხდა. როდესაც ქალი სახლიდან გავიდა, მან ცოლს ცული თავში ჩაარტყა. დანაშაულის კვალის დასაფარად ვლადიმირმა ცოლის ცხედარი სახლიდან 3 კილომეტრში ტყეში წაიღო. მანამდე მას გვამის დანაწევრება და პაკეტებში ჩადება მოუწია, რათა მოგვიანებით გადაემალა . მაგრამ მან ეს მაშინვე არ გააკეთა.გვამის ნაშთები მანქანაში ჩაალაგა და სახლში შებრუნდა უმცროსი შვილის გამოსაკვებად. ჩვილის დანაყრების შემდეგ კაცმა ის ჭოჭიალაში ჩასვა და ბავშვთან ერთად წავიდა ცოლის ნარჩენების დასამარხად.
მამაკაცმა დანაშაული აღიარა. 30 იანვარს სასამართლომ მას მკაცრი კოლონიაში მოხდით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.. რატომ ასე ცოტა? აღმოჩნდა, რომ არსებობს შემამსუბუქებელი გარემოებები.
ანას უფროსმა ქალიშვილმა ჩვენებისას აღნიშნა, რომ სინამდვილეში ტირანი დედამისი იყო და არა მამა.
მან განაცხადა, რომ დედა მას ადრეული ასაკიდან პერიოდულად სცემდა ნებისმიერი დაუმორჩილებლობისთვის. მოზარდმა გამომძიებლებს ისიც უთხრა, რომ დედამისი მამას ხშირად სცემდა, მაგრამ საპასუხიდ მამას თითიც არასოდეს დაუკარებია.
თავად ბრალდებულმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი თქმით, ცოლი რამდენჯერმე მიატოვა, მაგრამ ყოველ ჯერზე ბავშვების გამო ბრუნდებოდა. მკვლელობა კი ეჭვიანობის საფუძველზე წამოწყებული გაუთავებელი ჩხუბის ფინალი აღმოჩნდა.
მამაკაცს რომანტიული მიმოწერა ჰქონდა სხვა ქალთან, მაგრამ ანა არ უშვებდა ქმარს: აშანტაჟებდა და სცემდა.
შედეგად სასამართლომ ეს ყველაფერი გაითვალისწინა, აგრეთვე ისიც, რომ დამნაშავე აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან.