ნაპოვნია ქალის ცხედარი! – „ავაზას“ საფეხბურთო მოედნის ნაპირზე თავმოჭრილ გვამს ზემოდან ბეტონი ჰქონდა გადასხმული!
ფეხბურთის ფედერაციის კუთვნილი ტერიტორია დიღომში ახლა ბოლო დროის ყველაზე გასაიდუმლოებული და ბურუსით მოცული მკვლელობის ადგილია. ახალგაზრდა ქალის დანაწევრებული და დასახიჩრებული ცხედარი, პირდაპირ სტადიონზე იპოვეს. ქალი, სპორტული კომპლექსის „ავაზას“ საფეხბურთო მოედნის ნაპირზე, მიწაში იყო ჩამარხული, ზემოდან კი დაბეტონებული.
ზარი 112-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კუთვნილი სტადიონიდან, სადაც ახლა სარეკონსტრუქციო სამუშოები მიმდინარეობს, ორი კვირის წინ შევიდა.
ოპერატორს მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მამაკაცი ატყობინებდა, რომ საზარელი სურათის მოწმე გახდა, იპოვა ქალის ცხედარი რომელიც დანაწევრებული და სასტიკად ნაწამები იყო.
„შაბათის ეთერთან” პირველ ინტერვიუში სამშენებლო ჯგუფის წარმომდგენელი ამბობს, რომ იმ დღეს ჯერ ბეტონის საფარი მოანგრიეს, მძიმე ტექნიკა შეიყვანს და როდესაც ტრაქტორმა მიწისა ამოღება დაიწყო, მოულოდნელად ადამიანის სხეული შეამჩნიეს. ქალს თავი ჰქონდა მოჭრილი.
ადგილზე მიუსლმა სამართალდამცავებმა დამატებითი სამხილებიც იპოვეს – თხრილიდან, სადაც ახალგაზრდა ქალი დაბეტონებული იყო ჩანთა, ფული და პასპორტი ამოიღეს -ნივთები სავარაუდოდ უცნობს ქალს ეკუთვნოდა.
ამოღებული პასპორტის და ნივთების მიუხედავად, ქალის ვინაობის დადგენა პოლიციამ ვერ შეძლო, რადგან მას თავი მოჭრილი ჰქონდა, სხეულის ნაწილებს პოლიცია ადგილობრივების ინფორმაციით, სტადიონის ტერიტორიაზე სამი დღის განმავლობაში უწყვეტად ეძებდა. ადგილზე მიიყვანეს კინოლოგები და ტერიტორია მეტალოდეტექტორებითაც შეამოწმეს, თუმცა პოლიციამ გაურკვეველ ვითარებაში მოკლული ქალის საქმე ჯერ ვერ გახსნა.
წყარო: resonancedaily .com