
რამდენიმე წუთის წინ ესპანურმა გამოცემა Marca-მ შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა – პორტუგალიის ნაკრებისა და ინგლისური კლუბის “ლივერპულის” ფეხბურთელი დიეგუ ჟოტა ძმასთან, ანდრესთან ერთად ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

ტრაგიკული შემთხვევა ზამორას რეგიონში, პალასიოს დე სანაბრიას მუნიციპალიტეტთან ახლო მოხდა.
ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება და ოფიციალური განცხადება არც “ლივერპულს” გაუკეთებია.
ჟოტა ამ კუბში 2020 წლიდან თამაშობდა, ამ პერიოდის განმავლობაში პორტუგალიელმა “ლივერპულში” 123 მატჩი გამართა და 47 გოლი გაიტანა. დიოგუ სხვადასხვა დროს “პაკოშ დე ფერეირას”, მადრიდის “ატლეტიკოს”, “პორტუსა” და “ვულვზის” ღირსებას იცავდა.
რაც შეეხება მის ძმას ანდრესს, იგი პორტუგალიის მეორე ლიგის კლუბში, “პენაფიელში” თამაშობდა.
გამოცემა The Sun – ი იტყობინება, რომ გასულ კვირას ჟოტა დაქორწინდა თავის პარტნიორ რუტე კარდოზოზე, რომელთანაც 3 შვილი ჰყავს