წინადადება, „გედია წავიდა თავის მარიტასთან“, მიუღებელია, სოსო ჯაჭვლიანს ჰყავდა ულამაზესი ცოლი… – ეკო ფანგანი – geonewest.com
საზოგადოება

წინადადება, „გედია წავიდა თავის მარიტასთან“, მიუღებელია, სოსო ჯაჭვლიანს ჰყავდა ულამაზესი ცოლი… – ეკო ფანგანი

მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების შემდეგ, სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი გავრცელდა შემდეგი შინაარსით: „გედია წავიდა თავის მარიტასთან, იქ ერთად იქნებიან“…ფაქტს ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ეხმიანება და განმარტავს, რომ მიუღებელია ამ ფორმით ორი მსახიობის პერსონაჟის ურთიერთობის რომანტიზება რეალურ ცხოვრებაში.„ჩემი მოკრძალებული აზრით, გედიას და მარიტას ურთიერთობის რომანტიზება რეალურ ცხოვრებაში (მიუხედავად ჩვენი ყველას სიყვარულისა ამ პერსონაჟების და, ზოგადად, ფილმის მიმართ), მიუღებელია.სოსო ჯაჭვლიანს მთელი ცხოვრება ჰყავდა არაჩვეულებრივი, ულამაზესი ცოლი ირმა, რომელთანაც ბედნიერი 31 წელიწადი განვლო.ვფიქრობ, წინადადება „გედია წავიდა თავის მარიტასთან”, ამ შემთხვევაში უადგილოა, როგორი გადატანითი მნიშვნელობითაც არ უნდა იყოს,“ – წერს ტელეწამყვანი.ცნობისთვის, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.

Back to top button