ახალი ამბები
(ვიდეო) მკვლელობიდან რამდენიმე წამში გადაღებული ვიდეო – ავლაბარში მომხდარი სასტიკი შემთხვევის ახალი დეტალები
ცოტა ხნის წინ, ავლაბარში, სომხეთის ქუჩაზე, მომხდარი მკვლელობასთან დაკავშირებით, „კურიერმა“ ექსკლუზიური კადრები მოიპოვა.
ვიდეო შემთხვევიდან რამდენიმე წამშია გადაღებული და ზემოაღნიშნულ ფაქტს ასახავს.
როგორც ირკვევა, ბრალდებულებმა ფელიქს კაპანოვს ჯერ სცემეს, შემდეგ კი სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.
შეგახსენებთ, დაკავებულ ძმებს სასამართლომ ცოტა ხნის წინ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
40 წლამდე ასაკის მამაკაცებს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ცემასა და ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაში ედავებიან.