რატომ დაჭრა ახალგაზრდა ქალმა ქორწილამდე ერთი დღით ადრე საქმრო? – დაუჯერებელი შემთხვევის დეტალები – geonewest.com
ახალი ამბები

რატომ დაჭრა ახალგაზრდა ქალმა ქორწილამდე ერთი დღით ადრე საქმრო? – დაუჯერებელი შემთხვევის დეტალები

მარნეულში ახალგაზრდა ქალმა საქმრო დაჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ყიზილაჯლოელი მამაკაცი, რომლის ქორწილიც 17 აგვისტოს უნდა გამართულიყო, ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან ერთად იმყოფებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ლესელიძის ქუჩაზე მისულმა საცოლემ, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ გაიგო, მამაკაცი დანით დაჭრა. ქალი დააპატიმრეს, ხოლო მამაკაცი კლინიკაშ მოათავსეს.

“ხვალ ქორწილი ჰქონდა, ნაქირავებ ბინაში კი სხვა ქალთან იმყოფებოდა, ადგილზე მისულმა საცოლემ მამაკაცი დანით დაჭრა” – აღნიშნულია “მარნეულინიუსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button