15 ათას დოლარიანი სამკაული საჩუქრად და მოგზაურობა ვენეციაში – როგორ აღნიშნა სიყვარულის დღე შორენა ბეგაშვილმა მილიონერ შეყვარებულთან ერთად
მოდელი და მსახიობი, შორენა ბეგაშვილის საყვარელ მამაკაცთან ერთად ვენეციას სტუმრობს. გუშინ ვალენტინობის აღსანიშნავად შთამბეჭდავი საჩუქარი მიიღო, ბეგაშვილს HERMES-ის ბრენდის თეთრი ოქროს სამაჯური აჩუქეს, რომელიც ლიმიტირებული კოლექციიდან არის და ამჟამად გაყიდვაში აღარ არის. სამაჯურის ღირებულება კი 15 ათასი დოლარია.
შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე თვეა, რაც იშვიათად ჩამოდის სამშობლოში. ქართველი მოდელი რომ შეყვარებული გახლდათ, ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბინა შეიცვალა. ბეგაშვილი ვაკეში მდებარე კორპუსის ბინიდან დიღომში აუზიან ვილაში გადავიდა საცხოვრებლად.
ვინ არის ბეგაშვილის საყვარელი მამაკაცი, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია. თუმცა ერთი ვერსიით, ის ცნობილი ქართველი ბიზნესმენია, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს. ბეგაშვილი მასთან ერთად მუდმივად მოგზაურობს, თუმცა სოციალურ ქსელში გამომწერებისთვის მხოლოდ მამაკაცის ზურგიდან გადაღებულ ფოტოებს ან მაქსიმუმ, ხელის მტევანს აჩენს.
წყარო – ambebi.ge