ახალი ამბები თბილისში, 14 წლის მოზარდი “გათხოვდა” – რას ამბობენ სკოლაში?
მე- 9 კლასელი გოგო ოჯახის შექმნის მიზნით 21 წლის ბიჭს გაჰყვა. სკოლაში კი მამა გამოცხადდა და ადმინისტრაციას ინფორმაცია მიაწოდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი სწავლას ვეღარ გააგრძელებდა. ეს ყველაფერი თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ხდება. სასწავლო დაწესებულებამ საქმეში პოლიცია ჩართო. მოზარდი სკოლაში 27 იანვრის შემდეგ აღარ დადის:
“რომ არ დადიოდა დავურეკეთ მამას, მოვიკითხეთ. პირველ ჯერზე არ გვითხრა სიმართლე, მერე კიდევ მოვიკითხეთ, მოვიდა სკოლაში და დაწერა განცხადება, რომ ჩემი შვილი გათხოვდა. დავრეკეთ 112-ში. 14 წლის არის ბავშვი.” ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
არსებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ხოლო სად არის ამჟამად მე-9 კლასის მოსწავლე გოგო, უცნობია.
თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ სახელდება ვინაობასა და სკოლა, სადაც მოზარდი სწავლობდა.
საქართველოს კანონმდებლობით, მოზარდთან სექსუალური შინაარსის ნებისმიერი ქმედება მკაცრად ისჯება.
წყარო: resonancedaily. com