მშიერმა ქუჩის ძაღლებმა მანქანა დაღრნეს და შეჭამეს – დაუჯერებელი ვიდეო – geonewest.com
ვიდეო

მშიერმა ქუჩის ძაღლებმა მანქანა დაღრნეს და შეჭამეს – დაუჯერებელი ვიდეო

უცხოური პრესა ფაქტის ამსახველ ვიდეო კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ თურქეთის ერთ-ერთი ქალაქის ქუჩაში მდგარ მანქანას ღამით ქუჩის ძაღლები უახლოვდებიან და ნაწილებს აგლეჯენ.

ავტომობილი ავტომექანიკოს ჯემ აჯარს ეკუთვნის. დილით სახლიდან გამოსულ ავტომფლობელს სადგომზე ავტონაწილების გროვა დახვდა.

თავიდან მას მომხდარი ხულიგნების ნამოქმედარი ეგონა, თუმცა როდესაც სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი დაათვალიერა, აღმოჩნდა, რომ მანქანა მშიერმა ძაღლებმა დაღრღნეს და ზოგიერთ ნაწილი შეჭამეს.

ადგილობრივ სამართალდამცავებს აინტერესებთ, შეიტანს თუ არა ავტომფლობელი საჩივარს ზარალის ასანაზღაურებლად პოლიციაში.

Back to top button