„კიდევ ერთ მოკლე კაცს სურს, რომ დავლეწო…“- რატომ დაუპირისპირდა ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას – geonewest.com
საზოგადოება

„კიდევ ერთ მოკლე კაცს სურს, რომ დავლეწო…“- რატომ დაუპირისპირდა ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას

18 თებერვალი ქართული სპორტისთვის ისტორიული დღე აღმოჩნდა. UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და პირველი ქართველი UFC-ის ჩემპიონი გახდა.

ილიას ჩემპიონობის შემდეგ, UFC-ის მებრძოლი, დაღესტანელი ისლამ მახაჩევი  ილიას სიტყვებსაც გამოეხმაურა, სადაც მებრძოლი თავდაჯერებულად იწვევს კიდევ ერთ ბრძოლაში, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლს, კონორ მაკგრეგორს.

როგორც მატადორმა განაცხადა, ქვემსუბუქ წონაში ერთ შეხვედრას გამართავს და შემდეგ ზედა წონაში გადასვლაზე ფიქრობს.

„საბოლოო მიზნისთვის ჯერ არ მიმიღწევია. მახაჩევი შარშია“ – ამბობს ილია.

ილიას ადრესატმა მალევე უპასუხა:

„კიდევ ერთი დაბალი ბიჭი ალაპარაკდა, კიდევ ერთ მოკლე კაცს სურს, რომ დავლეწო“ – ამ სიტყვებით უპასუხა ისლამმა ქართველ ჩემპიონს.

აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, ილიას საპასუხო პოსტზე კომენტარები არ წყდება, ისლამ მახაჩევის ფოტოებზე კი მისი მომხრეები სთხოვენ, რომ თოფურიასთან ბრძოლა გამართოს და აჩვენოს ვინ არის ჩემპიონი.

„იუმორშიც ჩემპიონია ილია“,- წერენ კომენტარებში.

Back to top button