ახალი ამბები
“ასე გადაწყვიტა სამყარომ ჩემი მოკვლა” – რას წერს სოფელ საზანოში გადარჩენილი გოგონა, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლა
მდინარე ძუსაზე მომხდარ საშინელ შემთხვევას მამა-შვილი არსენ და ლიზი რობაქიძეები ემსხვერპლნენ. ახალგაზრდა კაცი წყალში მაშინ შევიდა, როდესაც შვილის მეგობარს სურათის გადაღებისას ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. მოგვიანებით წყალში ნაპირზე მყოფი სხვა ადამიანებიც შევიდნენ და საბოლოოდ 4 მათგანი დაიღუპა და მხოლოდ ერთის გადარჩენა მოხერხდა.
რობაქიძეების ოჯახს ერთი შვილი დარჩა, რომელმა ასეთი მიმართვა გამოაქვეყნა:
„ასე გადაწყვიტა სამყარომ ჩემი მოკვლა…“ – დაწერა სოციალურ ქსელში განადგურებულმა გოგონამ.
არსენ და ლიზი რობაქიძეებს ხუთშაბათს დაკრძალავენ.