
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 9კმ-ში, სოფელ ირიშში იყო.
“დღეს თბილისის დროით 07:35ზე ქალაქი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 9კმ-ში, სოფელ ირიში მოხდა 3.2(ML) მაგნიტუდის მიწისძვრა. ” – ნათქვამია ინფორმაციაში.



