„წვიმა, თოვლჭყაპი, ძლიერი ქარი“ – ამინდი მკვეთრად გაუარესდება
„ხვალიდან საქართველოში ამინდი ისევ იცლება. ამ დღეებში მოსალოდნელია წვიმა, ქარი და მაღალმთაში თოვლი“, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მეტეოროლოგმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
„დღეს საქართველოში შენარჩუნებული იქნება, თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, 15-20 გრადუსი იქნება. მაღალმთიან რაიონებში, 5-10 გრადუსი იქნება.
უნალექო ამინდი, ხვალ დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება. დღის მეორე ნახევრიდან, შავი ზღვიდან უახლოვდება დაბალი წნევის არე, რომელიც გავრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. ხვალ დღის ბოლოდან, მოსალოდნელია წვიმა და მაღალმთაში შესაძლებელია, თოვლჭყაპში გადავიდეს.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში, 10 გრადუსით დაიკლებს.
კახეთის რაიონში, 10-12 გრადუსი იქნება.
8-ში, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ცივი ამინდი, 10 მარტამდე შენარჩუნდება“,- გვითხრა დოდო გვაზავამ.