ახალი ამბები
“მთელი ბათუმი ტირის… ბოლო-ბოლო რამდენი ტრაგედია უნდა დატრიალდეს?…”- დაღუპულ სკოლის მოსწავლეს ახლობლები ემშვიდობებიან
ახლახანს ბათუმში სკოლის მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა – სამწუხარო ინფორმაციას ბათუმის 22-ე საჯარო სკოლა ავრცელებს. გარდაცვლილი ანანო კობალაძეა.
როგორც ახლობლები კომენტარებში წერენ, გოგონას მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მას თირკმელი გაუჩერდა უცებ.
“უჩვეულოდ სევდიანი გაზაფხული დაგვიდგა სკოლაში🥺ირგვლივ ყველაფერს სევდის ფერი შემოაწვა🥺დავმუნჯდით,ერთმანეთს სასოწარკვეთილი თვალებით შევსცქერით😢🙏გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი გოგო💫🙏ენით აუღწერელ სიცარიელესა და ტკივილს განვიცდით ყველა.სიცოცხლით სავსე,კისკისა და სხარტულა გოგო,შენი არსებობით რომ ათბობდი და ალამაზებდი სამყაროს🥹სიფრიფანა,ნატიფი და მომღიმარი სახის ანგელოზო ასე დაამახსოვრდები შენს მშობლიურ სკოლას ჩვენო დიდო ტკივილო”