ახალი ამბები

ცნობილია მდინარე ქსანში დაღუპული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა

მდინარე ქსანში დაღუპული ახალგაზრდა ბიჭი გუგა გურგენიშვილია – ინფორმაციასა და მის ფოტოს ART Georgia ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ლამისყანის სიახლოვეს გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 20 წლამდე ბიჭი სოფელში სტუმრად იყო ჩასული.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Back to top button