28 წლის გოგომ ეჭვიანობის ნიადაგზე 30 წლის შეყვარებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, კაცმა გაქცევით უშველა თავს, მაგრამ კორპუსის წინ უგონოდ დაეცა… – უცნაური დანაშაულის დეტალები
სისხლიანი ანგარიშსწორება ფონიჭალაში – ახალგაზრდა კაცი შეყვარებულმა დაჭრა. ირკვევა, რომ 30 წლამდე მამაკაცი ქალს მრავლობითი ჭრილობები დანით მიაყენა და ადგილიდან გაიქცა.
პოლიციამ დანაშაულში მხილებული 28 წლის ქალი, რამდენიმე წუთის წინ დააკავა.
ირკვევა, რომ წყვილი, ქვემო ფონიწალაში სტუმრად იყვნენ, მოულოდნელად კი ჩხუბი დაიწყეს, რაც სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცივი იარით მიყენებული ჭრილობების შემდეგ, კაცმა თავს გაქცევით უშველა და კორპუსისი წინ მიმდებარე ტერიტორიაზე დაეცა. მათივე თქმით, სწორედ მათ დარეკეს სასწრაფოში, რადგან კაცი სისხლისგან იცლებოდა.
30 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
„გავიგე, რომ გოგომ ბიჭი დაჭრაო. დაახლოებით, 8 საათის მერე, 9-ის ნახევრისკენ მოხდა. სასწრაფო იყო მოსული 9-ის ნახევარზე და გუბე იდგა ეზოში სისხლის. ბიჭი იყო დაჭრილი, გოგომ დაჭრაო. ბიჭი გადარჩენილია. შეყვარებულმა დაჭრა დანით”, – ამბობს ადგილობრივი.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც გამომძიებლები მუშაობენ და ტერიტორია ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. რა გახდა სისხლიანი ანგარიშწორების მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
წყარო: ტელეკომპანია პირველი