ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ტრაგიკულად დაიღუპა
ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ლაურა მიქია ტრაგიკულად დაიღუპა – სამწუხარო ინფორმაციას ბლოგერი შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
“გარდაიცვალა ახალგაზრდა ემიგრანტი მოსკოვში ლაურა მიქია. უსაზღვროდ მძიმე და ავის მომასწავლებელმა ზარმა ჩამოჰკრა შენს ოჯახში, სიკვდილმა არ დაგინდო სიცოცხლემოწყურებული ახალგაზრდა, სამუდამოდ დაშორდი შენს ოჯახს, დარდითა და ტკივილით გულდამძიმებული, ძაძებით შემოსე შენი ოჯახისწევრები ახლობლები და მეგობრები, ჩვენო უიღბლო… ძალიან ძნელია წარსულში ლაპარაკი შენ ხომ ძალიან კარგი ადამიანი იყავი, ღმერთს ვთხოვთ ჩვენმა დანთებულმა სანთელ – საკმეველმა გზა გაგინათოს მარადიულ სასუფეველში.. ყოფილიყავი ამ ქვეყნად და შენს ოჯახთან ერთად გაგეხარა… ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. აქ სიტყვები უძლურია….
შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო. სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.
კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ბედისწერამ საამაყო და უძვირფასედი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა.
არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი”