ახალი ამბები
კაცმა გერს ცუდად მიმართა, რის შემდეგაც ჩხუბი დაიწყო, გოგოს დედამ დანა აიღო და ქმარს ჩაარტყა – ახალი დეტალები გამაოგნებელი ტრაგედიის შესახებ
მკვლელობა მოხდა სამტრედიაში. დანაშაულში ბრალდებულია 30 წლამდე ქალი, რომელმაც მეუღლეს ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.
„ამბების“ ინფორმაციით, მამაკაცმა გერს უტაქტოდ მიმართა, რის შემდეგაც ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი დაიწყო, რასაც მკვლელობა მოჰყვა.
ამ ეტაპზე ქალბატონი დაკავებულია.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 11 პრიმა 109-ე მუხლით.
წყარო: ambebi.ge