ახალი ამბები
(ვიდეო) რა კადრები დააფიქსირეს მიწისძვრის დროს სათვალთვალო კამერებმა და ადგილობრივებმა – რა ხდება სტიქიის ეპიცენტრში.
ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ჰუალიენის სამხრეთით, 18 კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ჩამონგრეული სახლები და დაზიანებული ავტომობილები. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ გავრცელებულა.