მძღოლმა, რომელიც 9 წლის ბიჭს დაეჯახა, თვითდაზიანებები მიიყენა – მისი მდგომარეობა მძიმეა – ახალი დეტალები – geonewest.com
ახალი ამბები

მძღოლმა, რომელიც 9 წლის ბიჭს დაეჯახა, თვითდაზიანებები მიიყენა – მისი მდგომარეობა მძიმეა – ახალი დეტალები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საჩინოში დღეს მომხდარ ტრაგედიას მე–5 კლასელი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ნი­კო­ლოზ სა­ლი­აა.

მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებელი გია ჭკადუა მართავდა, ქუჩაში ფეხით სახლისკენ მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა.

შეჯახება სამწუხაროდ, იმდენად ძლიერი იყო, რომ მოზარდი ადგილზე დაიღუპა, ასევე დაშავდა ნიკოლოზის დედა, რომელიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას მოტეხილობები აქვს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ავა­რი­ის მი­ზე­ზად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რე სა­ხელ­დე­ბა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ თა­ვად მძღოლ­მა, გია ჭკა­დუ­ამ ამ ფაქ­ტის შემ­დეგ თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა, ისიც ამ­ჟა­მად კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ცნობილია, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. 

“სიტყვები უძლურია ამ დროს. რამხელა ტრაგედიაზე ვსაუბრობთ. ბავშვი ადგილზეა გარდაცვლილი. დედა გადაყვანილია კლინიკაში, როგორც მითხრეს, ფეხი აქვს დამსხვრეული და მას სასიკვდილო არაფერი სჭირს. თუმცა ამხელა უბედურება დატრიალდა სოფელში.

ამხელა ტრაგედია დაატყდა თავს ოჯახს და მთელ რაიონს. დედა-შვილი ფეხით მოსიარულეთა გზაზე მოდიოდა და ამ დროს დაეჯახა. ამბობენ, მძღოლი ძალიან ჩქარა მოდიოდა. გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება ამ საშინელი ტრაგედიის მიზეზად.

გაგვანადგურა ამ ამბავმა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძღოლი გარდაიცვალა მიყენებული თვითდაზიანების შედეგად, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ის კლინიკაში რჩება. ამბობენ, რომ მძიმე დაზიანება აქვს”,- ამბობს ადგილობრივი “ლვირის პალიტრასთან.”

მო­ზარ­დის ცხე­და­რი პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს, მას ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა.
წყარო

Back to top button