(ვიდეო)“მუშტი მოხვდა მდინარაძეს იმ რუსულ სიფათში, ის გავბედე, რაც ვერავინ გაბედა ოპოზიციიდან, ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა, ესენი უნდა გავყაროთ…” – ელისაშვილმა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას მუშტი დაარტყა
მუშტი მოხვდა მდინარაძეს იმ რუსულ სიფათში, ის გავბედე, რაც ვერავინ ვერ გაბედა ოპოზიციიდან, ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა, ესენი უნდა გავყაროთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ის გავბედე, რაც ვერავინ ვერ გაბედა ოპოზიციიდან. ყველას უნდოდა და არავის ერთი ადგილი არ ჰქონდა. არასდროს კაპიკი არ ამიღია. მე ვარ მართალი ჩემს საქართველოსთან. სულ ვცდილობდი, მეთანამშრომლა, მელაპარაკა. რუსეთში მიგვათრევენ, ხალხნო. „ქოცი“, „ნაცი“ არ აქვს მნიშვნელობა. რუსეთში მიგვათრევენ, ამას წყალი არ გაუვა. სამი საათია, ბლუკუნებენ. მდინარაძემ შუბლის ძარღვი გაიწყვიტა. ახლა სახლში დაჯდომის დრო არ არის, ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა. ესენი უნდა გავყაროთ თავისი რუსული კანონიანად. ამოვიდა ყელში. მივეცი ცხვირში იმ რუსის აგენტს. ბოდიში ყველასთან, მაგრამ ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტ-ში. ან ქართველები ვართ, ან მონები. ჩვენ არ ვართ მონები. მუშტი მოხვდა მდინარაძეს იმ რუსულ სიფათში. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ. მდინარაძეს, რუსის აგენტს მივეცი ცხვირ-პირში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.