ახლახანს ცნობილი პუბლიცისტი და ჟურნალისტი გარდაიცვალა – geonewest.com
ახალი ამბები

ახლახანს ცნობილი პუბლიცისტი და ჟურნალისტი გარდაიცვალა

2024 წლის 16 დეკემბერს, 86 წლის ასაკში, გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფილოსოფოსი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ანთროპოლოგი, ეთიკის სპეციალისტი, კულტუროლოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, მკვლევარი, საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის და კინოხელოვნების ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის ყოფილი გამგე, პროფესორ-ემერიტუსი, დიდებული პიროვნება და საზოგადო მოღვაწე რევაზ (რეზო) ბალანჩივაძე.

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„პანაშვიდი: ოთხშაბათს, 18 დეკემბერს, 17:00 საათიდან, სიონის საკათედრო ტაძარში.
ხუთშაბათს, 19 დეკემბერს, დილით, გადასვენება ქუთაისში და დაკრძალვა იქვე, ოღასკურის სასაფლაოზე, 14:00 საათზე“, – წერს ამირან ბათურიშვილი.

Back to top button