ბოლო 24 საათის განმავლობაში 218 მიწისძვრა დაფიქსირდა. – geonewest.com
ახალი ამბები

ბოლო 24 საათის განმავლობაში 218 მიწისძვრა დაფიქსირდა.

ტაივანში კვლავ ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. კუნძულის ცენტრალური მეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კუნძულზე 218 მიწისძვრა დაფიქსირდა.

დედამიწის ქერქის პირველი ვიბრაციები ადგილობრივი დროით 17:08 საათზე დაიწყო. მათი სიმძლავრე რიხტერის შკალით 5,5 მაგნიტუდა იყო. მას შემდეგ ტაივანი საათში რამდენიმე მიწისძვრით იძაბება. ყველაზე ძლიერი ბიძგები 6,3 მაგნიტუდას აღწევს.
სტიქიას ინფრასტრუქტურის სერიოზული განადგურება ჯერ არ გამოუწვევია. კუნძულზე ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

Back to top button