“კარზე რატომ უნდა დავკიდოთ წყლით სავსე ცელოვანი?…” – ნახეთ შემთხვევა, რომელმაც ბევრი გააოცა – geonewest.com
საინტერესო

“კარზე რატომ უნდა დავკიდოთ წყლით სავსე ცელოვანი?…” – ნახეთ შემთხვევა, რომელმაც ბევრი გააოცა

ალბათ ყველა თქვენგანს უყვარს დროის გატარება, მწვადების შეწვა და მოლხენა ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად. ზაფხულის თბილ და მეტად სასიამოვნო დღეებში ბუნებაში განტვირთული არაერთი დღე გაგახსენდათ ალბათ და რომ არა აბეზარი ბუზები და კოღოები, კიდევ დიდხანს მოილხენდით კიდეც.
დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ერთი უმარტივესი ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ აბეზარი მწერებისგან თავის დაღწევაში. რა თქმა ისინი ზამთარში ამინდების გამო თავს არ მოგაბეზრებენ, თუმცა მომავლისთვის ნამდვილად გასათვალისწიენებელია ეს ხრიკი. ამისათვის კი უბრალოდ დაგჭირდებათ:

● ცელოფნის ტომარა “ზიპიანი” (წებოვანი) შესაკრავით.

● ლიმონის წვენი. (დაგჭირდებათ დაახლოებით ნახევარი ლიმონი)

● მარილი.

● ხურდები ან მონეტები, რომელთაც არ იყენებთ.

● წყალი.

ერთმანეთს შეურიეთ 2 ½ ჭიქა წყალი, ლიმონის წვენი და მარილი. ჩაასხით ცელოფნის ზიპ–ტომარაში და რაც მთავარია არ დაივიწყოთ ხურდა ფულების ჩაყრა. ამის შემდეგ კი ლურსმანის ან საკანცელარიო ქინძისთავის დახმარებით ჩამოკიდეთ სახლის კარის გარეთ.

ბუნებრივია გაგიჩნდებოდათ კითხვა თუ რატომ მუშაობს ეს ხრიკი მწერების დასაფრთხობად, თუმცა ამ ხრიკში არაფერი მაგია არ არსებობს, საქმე მხოლოდ ცოდნაშია, ვინადიან ბუზებს და კოღოებს ისე აქვთ მოწყობილი მხედველობის არე, რომ ადამიანებისგან განსხვავებით არ შეუძლიათ მზის სხივის დოზირება და აღქმა, ამიტომ წყლიდან მზეზე არეკლილ მონეტებს შეუძლიათ მათ თვალი მოჭრან და შედეგად ისინი თქვენს სიახლოვეს აღარ გაეკარებიან.

ნამდვილად ეფექტური და არაერთხელ ნაცადი მეთოდია, ამიტომ გვირჩევენ მივმართოდ მას და დისკომფორტის გარეშე ჩაივლის ჩვენი “პიკნიკის” დღეები სადაც არ უნდა ვიყოთ.

Back to top button