ავარია ჩქაროსნულ მაგისტრალზე: ორი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს – geonewest.com
ახალი ამბები

ავარია ჩქაროსნულ მაგისტრალზე: ორი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ინფო რუსთავის” ცნობით, ერთმანეთს “ტოიოტას” მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

შემთხვევის დროს მოტოციკლის მძღოლი და ერთი მგზავრი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
წყარო: resonancedaily. com

Back to top button