რამდენიმე წუთის წინ ნუცა ბუზალაძემ განცხადება გაავრცელა – რას წერს მომღერალი?
გუშინ, შვედეთში ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც ქართველი კონკურსანტი ნუცა ბუზალაძე ფინალში გადავიდა. 2016 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ფინალშია. 11 მაისს 23:00 საათზე ნუცა ბუზალაძე 24-ე ნომრად იმღერებს.
წელს “ევროვიზიის” ფინალში 26 ქვეყანა წარდგება, მათ შორის არის საქართველო.
“მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, განსაკუთრებით ჩვენს ემიგრანტებს, რომლებსაც ჩემი კარიერის განმავლობაში არცერთხელ არ მივუტოვებივარ და ასე მოხდა გუშინაც! მე თქვენ მაძლიერებთ თუ გუშინ ერთ ადამიანს მაინც მივანიჭე სიხარული ჩვენი წარმატებით, ეს უკვე ჩემთვის დიდი გამარჯვებაა. წინ ფინალია და მთელი ჩემი ენერგიით, მონდომებით და შემართებით ყველაფერს გავაკეთებ, რომ სცენაზე საქართველოს კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამოსვლა ნახოთ.” – წერს ნუცა ბუზალაძე.