გადაურჩა თუ არა დავით ქაცარავას თვალი? – უახლესი ამბები საავადმყოფოდან
ნაცემი დავით ქაცარავას მეუღლე სოფო ხაჭაპურიძე “მთავარ არხთან” ქაცარავას ჯანმრთეობის მდგომარეობაზე საუბრობს.
როგორც ხაჭაპურიძე აცხადებს, ქაცარავას ცემა არის პირადი ანგარიშსწორება.
“ეს არის პირადი ანგარიშწორება. თვალი ჰქონდა დაზიანებული, ექიმმა მითრხა რომ ორგანო გაუდარჩა.
სერიოზული დაზიანებები აქვს თავის არეში არის გამეტებით არის ნაცემი, ყბა-სახის, ყვრიმალის მოტეხილობა აქვს. “კატეც” გადაუღეს. გამეტებით მირტყამდა ძალიან ბევრი ადამიანიო. აქცია არ ჩაუდგია, სიცხიანიც კი იდგა აქციაზე, როდესაც სახეში შეასხეს სპრეი და შემდეგ ახალგაზრდები დაეხმარნენ, გამოიყვანეს მდგომარეობიდან. ერთი საათი მხედველობა არ მქონდაო. ეს იყო 30 აპრილს დარბევის დროს.
ყოველდღე იქ იყო, ყველამ იცის, რომ აქტივისტია, გუშინ და დღეს არ გაგვიგია ეს ამბავი. დღეს რატომ იყო განსაკუთრებული სამიზნე ჩემი მეუღლე ამას ვერ გეტყვით. უბრალოდ ჩვენ ვხვდებით, რომ ეს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები არიან არაადეკვატურად აგრესიულები. ჩვენ წლებია ყველანაირი ტიპის აქციაზე გამოვსულვართ, ყველანაირი ძალადობის გასაპროტესტებლად, მაგრამ მსგავსი გამეტებით ადამიანების ცემა, ე.წ. სისხლიანი ცხრა წლის დროსაც არ მახსოვს”– აცხადებს სოფო ხაჭაპურიძე.
წყარო: mix .metronome. ge