ბოლო დროს სულ ეჩქარებოდა, წავიდა და დამტოვა, სუნთქვის მრცხვენია – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული მიმის დედა – geonewest.com
ახალი ამბები

ბოლო დროს სულ ეჩქარებოდა, წავიდა და დამტოვა, სუნთქვის მრცხვენია – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული მიმის დედა

ჩემი ანგელოზი სახელად მიმი- ავტოავარია ტრაგიკულად დაღუპული მიომი გიორგიძის დედა სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

“ახლა ამას თვალ ცრემლიანი ვწერ, ახლა ბევრს ვერ დავწერ, მაგრამ ცოტა მაინც რომ იცოდეთ ვინ დავკარგე. ყველაზე თბილი, ყველაზე მოსიყვარულე, მზრუნველი გოგო. სულ ჩემზე მოწეპებული, ჩვენი ურთიერთობა დედა შვილობაზე მეტი იყო! ჩვენ ვიყავით ძალიან კარგი მეგობრები!

პირველ კლასში რომ იყო მე რომ სამსახურიდან ვბრუნდებოდი ეგ ნამეცადინები მხვდებოდა თვითონ მეცადინეობდა. კლასში მასწავლებელი თუ არ იძახებდა პირველ მეორე კლასელი ტირილით მოდიოდა არ გამომიძახა მასწავლებელმაო. მესამე კლასში გამოგვიცხადა მინდა ჟურნალისტობაო, ამზადებდა სიუჟეტებს იყო წამყვანი არის ჩანაწერებიც. ძალიან კარგი მოსწავლე იყო, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა. არ მახსოვს მოუმზადებელი წასულიყო, დილის 5 საათზე დგებოდა მეცადინეობდა, აი ესეთი იყო და ხო ჭადრაკსაც კარგად თამაშობდა.

აბიტურიენტობის დროს ღამეებს ათევდა, რომ გრანტი მოეპოვებინა და იძახდა 100% იანს ავიღებო. როდესაც გამოცდებზე გავიდა, ყველა საგანში ყველაზე რთული ვარიანტები მას შეხვდა,

მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მან გრანტი მოიპოვა და თსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. სულ იძახდა, რომ ყველაზე ძლიერი ჟურნალისტი ვიქნებიო და პიარ მენეჯერიო. დარწმუნებული ვარ ეგრეც იქნებოდა.

მას ბევრი გეგმები ქონდა, რაც ვერ მოასწრო. უნდოდა ფრანგულის სწავლა, აბიტურიენტობის დროს დაიწყო ფრანგულის სწავლა მერე მოდი ჯერ ჩავაბარებ და მერე გავაგრძელებ ფრანგულსო უნდოდა რაღაც დროით პარიზსში ეცხოვრა ესწავლა ემუშავა.

ნიჭის ზეიმი იყო ეს გოგო. ყველა საგანში გენიოსი

მყავდა ხალხო გამოცდების წინა პერიოდში წინა დღეს დაჯდებოდა ერთს გადახედავდა და იცოდა უკვე, მიდიოდა წერდა მოდიოდა თავისი თავით კმაყოფილი. მანდ უკვე ვიცოდი რომ კარგად დაწერა. თემებს წერდა სტატიებს ძალიან ლამაზად , რაღაც გადაცემას რომ ნახავდა და არ მოეწონებოდა ჟურნალისტის საუბარი ეგრე კი არა ესეო დადგებოდა და დაიწყებდა მე ეხლა ესე ვიტყოდიო. ნიჭის ზეიმიი.

ყავდა უამრავი მეგობარი, უყვარდა ადამიანები ყველას ღიმილით და მოკითხვით ხვდებოდა, ასხივებდა სიკეთეს. დავცინოდი მეც კი ვიყავი ქუთაის მოდებულითქო, მაგრამ როგორც შენ ესე ყველა უბანში არა თქო. მპასუხობდა რაც უფრო მეტი მეგობარი გყავს მით უფრო მდიდარი ხარ თათოო..

ძალიან უყვარდა მისი მეგობრები, არამქვეყნიური იყო. მქონდა განცდები, შიში მისი დაკარგვის რადგან ის არ გავდა სხვებს ის განსაკითრებული იყო ჩემი ძალა იყო მე თუ დავარდებოდი, ის თავისი მუხტით ძლიერად მტენიდა და მაყენებდა აი ესეთი შვილი წავიდა ჩემგან შორს ესეთი რა დანაშაული მაქვს არ ვიცი, რომ ღმერთმა გამიმეტა ესე, ხელი მკრა და სადღაც სიბნელეში ჩამაგდო.

ვიჯექი იქ და არ ვუყურებდი სულ იმას ვიმეორებდი ეს შენი მიმი არ არის ეს ვიღაც სხვაა.. მანდ ვფიქრობდი დასასვენებლად წავიდათქო ბევრი შეუსრულებელი გეგმა დარჩა. ივნისის თვეში სამოდელოში ქასთინგზე იყო. აიყვანეს ისეთი ბედნიერი იყო სექტემბრიდან ერისიონში უნდა ვიცეკვოო.. კარგად უნდა ვისწავლო, რომ წითელ დიპლომზე ჩავაბაროო.. ვიცოდი, სულ ვიცოდი რომ დიდი ადამიანი დადგებოდა, მისგან სულ იმედიანად ვუყურებდი! აი ესეთი საოცრება შვილი მყავდა ხალხო მისმა მეგობრებმა იციან ის ვინ იყო!

დაბადების დღე არ გადაიხადა წელს. 8 ივნის აქვს. რატომ არ გინდა თქო ახლო მეგობრები წაიყვანეთქო. არაო, მე თათო ძალიან დიდი სამეგობრო მყავსო, ჩემთვის ყველა ძალიან ახლო ადამიანი არისო და გულს ვერავის დავწყვიტავ, ვერავის გამოვაკლებო!

სამოგზაუროდ რომ მივდიოდით, პირველი, თავისი მეგობრებისთვის ყიდულობდა საჩუქრებს, ბოლოს იყიდიდა თავისთვის! ესეთი იყო, მეგობრებისთვის ცხოვრობდა.

ბოლო დროს სულ ეჩქარებოდა ყველაფრის მოსწრებაზე იყო. ალბათ გრძნობდა არ ვიცი ერთ მეგობარს უთხრა, მალე თეთრ კაბას ჩავიცვამო

მაგრამ ზუსტი რიცხი არ ვიციო როდისო, მეორე მეგობარს კი უთხრა, როდესაც გარდავიცვლები ანგელოზის ქანდაკება მინდაო, მესამეს უთხრა რამე თუ დამემართება ჩემი ტელეფონი მხოლოდ თქვენ აიღეთო, მეოთხეს უთხრა ყველამ თეთრი ჩაიცვასო. სულ ამბობდა რანაირი ერი ვართო ადამიანი კვდებაო მიწას აყრიანო და ესე ჭამენ და სვამენო როგორ შეუძლიათ ესეო.

ორგანიზატორი იყო და სიკვდილიც და გაცილებაც კი დააორგანიზა!. ესეთი წავიდა და დამტოვა სუნთქვის მრცხვენია.. მე არ მგონია შევძლო ცხოვრების გაგრძელება და მის გარეშე, არც მინდა ცხოვრება გავაგრძელო. არ მინდა, არა!.” – წერს თათო რეხვიაშვილი.

19 წლის მიმი გიორგაძე ავტოავარიაში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. ის თსუ-ში ჟურნალისტიკაზე სწავლობდა. მიმი ქუთაისში გუშინ დაკრძალეს, მისი სურვილის შესაბამისად დარძალვაზე მისულებს თეთრები ეცვათ.

Back to top button