“წმინდა ნიკოლოზს შევთხოვ იქ შენს და აქ ახალგაზრდების, ჩვენი მომავლის მფარველობას”– იზა ომაძე მოკლული შვილის ვიდეოს აქვეყნებს – geonewest.com
ახალი ამბები

“წმინდა ნიკოლოზს შევთხოვ იქ შენს და აქ ახალგაზრდების, ჩვენი მომავლის მფარველობას”– იზა ომაძე მოკლული შვილის ვიდეოს აქვეყნებს

ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი 22 წლის ახალ­გაზ­რდის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში შვილის ვიდეოს აქვეყნებს და ნიკოლოზობას ულოცავს იმიერ საქართველოში.

„ნ ი კ ო ლ ო ზ ო ბ ა ს
გილოცავთ
შვილო!
“როცა მთვარე ამოვა, იქნება მზიანი ღამე!”
“მაინც რა არის მზიანი ღამე?- ჩააცივდა მილიციელი.
– ღმერთი!
– თან მზეა და თან ღამე?
– ჰო, და იმდენად ნათელია, რომ უკუნია, ღამეა ადამიანის თვალისათვის, ამიტომ არის მზიანი ღამე!- აუხსნა მღვდელმა.მილიციელს გაეცინა.
– ახედე მზეს!- უბრძანა უცებ მღვდელმა მილიციელს. მილიციელმა ახედა და, რომ ვერ გაუძლო ნათელს, თვალი აარიდა…”(ნ. დუმბაძე)
P.S. ამ ს ი ნ ა თ ლ ე ს ვერ გაუძლო ბოროტმა!!!
ეშმაკმა იფიქრა რომ ჩააქრო, მაგრამ ვერა!!!!!
ერთად აკაშკაშდააა , ერთად განათდაააააა და მზიანი ღამე გაათენდაააა.
ნიკოლოზობას გილოცავთ შვილო.
წმინდა ნიკოლოზს შევთხოვ იქ შენს და აქ ახალგაზრდების , ჩვენი მომავლის მფარველობას….
გამარჯვება, ნათელი მომავალი გარდაუვალია.
მონატრება კი სულის ტკივილამდეა“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

შე­გახ­სე­ნებთ, 2021 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 10-ზე მეტი გას­რო­ლით მოკ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე თით­ქმის, ერ­თთვი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე თბი­ლის­ში, წყნეთ­ში და­ა­კა­ვეს.

Back to top button