რუსთავში მომხდარი სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი – რას ჰყვებიან თვითმხილველები? – geonewest.com
ახალი ამბები

რუსთავში მომხდარი სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი – რას ჰყვებიან თვითმხილველები?

რუსთავში მომხდარი სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

კაცი, რომელმაც რუსთავში ცოლი და სიდედრი მოკლა, 27 წლის გიორგი ფირაშვილია.

მან მეუღლეს, მარიამ სოფრომაძეს და მის დედას, ინგა ბედაშვილს, ქუჩაში, სანადირო თოფიდან ხუთჯერ ესროლა. მამაკაცმა ცეცხლი მაშინ გახსნა, როცა მისი მეუღლე და სიდედრი, სკვერში, 9 თვის ჩვილს ასეირნებდნენ.

მოკლულების მეზობლები „კურიერთან“ საუბრისას ამბობენ, რომ მარიამ სოფრომაძე და გიორგი ფირაშვილი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, თუმცა ბოლო დროს ერთად აღარ ცხოვრობდნენ.

„დიდი ხანია არც არიან შეუღლებულები, პატარა ბავშვი ჰყავდათ. სიძეს ვხედავდით, მოდიოდა ხოლმე, ბავშვს აკითხავდა, არასოდეს, ზედმეტი არ შეგვინიშნავს. ინგა ჩვენი საუკეთესო მეზობელი, მეგობარი იყო. მარტოხელა, 5 შვილის დედა, მშრომელი ადამიანი“, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე დღეს, 22 მაისს შუადღის საათებში მოხდა. კაცმა ცოლს და სიდედრს მაშინ ესროლა, როდესაც ისინი ჩვილ ბავშვთან ერთად, ეტლით გადაადგილდებოდნენ. ბავშვი სასწრაფო დახმარების ექიმებმა წაიყვანეს, მას სავარაუდოდ დაზიანებები არ აქვს და არსებული ინფორმაციით, უკვე მოკლულების ნათესავებთან იმყოფება.

გამოძიება შსს-მ სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ბრალდებული დაკავებულია. უწყებას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
წყარო: mix. metronome. ge

Back to top button