ახალი ამბები
ნიკოლოზ წულუკიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
65 წლის ასაკში საბავშვო მწერალი ბონდო მაცაბერიძე მიმდინარე წლის 26 მაისს გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ „იმედის დღის“ ეთერში გააჟღერა.
ცნობისთვის, აწ გარდაცვლილმა მწერალმა 1989 წელს დააარსა პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობა საქართველოში – „ალავერდი“.
ბონდო მაცაბერიძე 15 წიგნის ავტორი იყო.
ამასთან ავტორი იყო ერთი პოეტური კრებულის – „თმენის ფორმულა“ და ერთი მხატვრულ-პუბლიცისტური კრებულის „სადაურსა სად წაიყვან“.
იგი, ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრემია ALMA-ს სამგზის ნომინანტი იყო – 2019-20-21წწ.