საქართველოში სტუმრად ჩამოსული 8 წლის ბიჭი მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა,ოჯახი დახმარებას ითხოვს.
კანადაში მცხოვრები ქართველი მოზარდი, საქართველოში ყოფნისას ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას მისი დეიდა, თამუნა ბელიაშვილი ავრცელებს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართას:
“ჩვენი პატარა ვარსკვლავბიჭუნა, ჩემი დისშვილი კონსტანტინე, ჩვენი wonder boy, ჩვენი space wanderer აღარ გვყავს! ყოველთვის ცის ბიჭი იყო და გამოეკერა ცას, შეუერთდა მანათობელი ვარსკვლავი სხვა ვარსკვლავებს. არც მჯერა ამ პოსტს რომ ვწერ. კონსტანტინე კანადის მოქალაქეა და ტრაგიკულად დაგვეღუპა საქართველოში სტუმრობის დროს… ჩვენი პატარა ანგელოზის გადასასვენებლად და კანადაში დასაკრძალად დიდი თანხებია საჭირო… გთხოვთ, ვინც გულთან მიიტანთ ოჯახის მდგომარეობას, გააზიარეთ პოსტი… გმადლობთ“, – წერს დაღუპული ბავშის დეიდა.
gofundme.com -ზე, სადაც ოჯახი ბიჭის გადასასვენებელ თანხას აგროვებს, მშობლები საზარელი შემთხვევის დეტალებზეც წერენ.
“ძვირფასო მეგობრებო და საზოგადოება
დამძიმებული გულით ვიზიარებთ ჩვენი საყვარელი კონსტანტინეს გარდაცვალების ამბავს. როგორც ზოგიერთმა თქვენგანმა უკვე იცით, ორშაბათს, 8 ივლისს, 2024 წელს, დედასთან და პატარა ძმასთან ერთად საქართველოში დასვენების დროს, ის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადავარდა.
კონსტანტინე გასულ თვეს 8 წლის გახდა. ის იყო ბედნიერი, აქტიური, ნათელი, კეთილი და ნაზი პატარა ბიჭი, რომელსაც ყველა აღმერთებდა. ტკივილი, რომელსაც მისი მშობლები განიცდიან ამ დაკარგვის გამო, აუტანელია.
შვილის ნეშტის საქართველოდან კანადაში გადასასვენებლად, კონსტანტინეს მშობლებს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება ესაჭიროებათ. მოდით გავერთიანდეთ, როგორც საზოგადოება, რათა პატივი მივაგოთ კონსტანტინეს ხსოვნას და შევუმსუბუქოთ ოჯახის ტვირთი.
წინასწარ გიხდით მადლობას სიკეთისა და თანაგრძნობისთვის.
ირინა – მაცასა და ალექსის ოჯახის მეგობარი (კონსტანტინეს მშობლები).“
წყარო: ambebi.ge