ცნობილია ახლახანს თავში ტყვიით დაღუპული 19 წლის ბიჭის ვინაობა
გორის სამხედრო ბაზაზე, სამორიგეოში ხელთუბნელი 19 წლის ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს. ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში ჭრილობები, სამსახურეობრივი ავტომატით აქვს მიყენებული.
როგორც ცნობილია გარდაცვლილი ომიკო ჩალაბაშვილია. მას ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
“როგორი პატარა ხარ იმიერისთვის”
“რატო გაამწარე შენი დედაა ასეე💔💔ნათელში იყოს შენი სიცოცხლით გაუმაძღარი სული”
“ნათელში იყოს შენი ლამაზი სული ჩემო პატარა ძმაკაცო 🙏🙏 გამძლეობა
შენს მშობლებს დათვითოულ ჩვენთაგანს განისვენე იქ სადაც მართალნი გამისვენებენ”
“სული მეწვის ომიკო შვილოოოო😭💔, მამიდას ვაჟკაცო როგორ გამამწრარეე” – წერემ სოციალურ ქსელში.
,,ცხედარი უკვე გადმოსვენებულია სოფელში. რა მოხდა, ეს არავინ არ იცის. ვიცი მხოლოდ ის, რომ სამსახურეობრივი ავტომატით აქვს მიყენებული ჭრილობები.“ – ამბობს სოფელში, მერის წარმომადგენელი კობა ქარელიშვილი