“იცხოვრეთ კარგ სახლში, სხვაგვარად დაუცველნი ხართ!” – თეა გოდოლაძე მოსახლეობას აფრთხილებს
4 ივნისის ღამით, 02:03 საათზე დასავლეთ საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი ეპიცენტრი ონიდან 9 კილომეტრში, სოფელ ირში მდებარეობდა.
მიწისძვრასთან დაკავშრებით, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე განცხადებას აკეთებს ამბობს, რომ “ამ ქვეყანაში ძლიერი მიწისვრები ხდებ და მოხდება მომავალშიც”
“ერო ჩემო❤️! ეს არ არის ძლიერი მიწისძვრა, ეს არის საშუალო კლასის მიწისძვრა. ძლიერ მიწისძვრათა კლასი იწყება მომენტის მაგნიტიდა 6-დან. ეპიცენტრი იყო რაჭაში. თქვენამდე ვიდრე მოვიდა ტალღა, გზაში ენერგია დაცხრა და მაინც როგორ შეშინდით. ჰოდა, ყოველთვის გაგიმეორებთ, გაფრთხილებთ. ამ ქვეყანაში ძლიერი მიწისვრები ხდება სამწუხაროდ, რაჭა 1991 წელი, მაგნიტუდა 7. მოხდება მომავალშიც. სამწუხაროდ, არ ვიცით სეისმოლოგებმა ზუსტად სად და როდის. იცხოვრეთ კარგ სახლში, სხვაგვარად დაუცველნი ხართ! მოითხოვეთ უსაფრთხო საცხოვრისი!”