ახალი ამბები
ახლახან ცნობილი ქართველი მსახიობი და დრამატურგი გარდაიცვალა
ახლახან ცნობილი ქართველი მსახიობი და დრამატურგი რევაზ კვესელავა გარდაიცვალა. ის დრამატურგი, მთარგმნელი, მსახიობი, პედაგოგი, სცენარისტი იყო. წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია “ქართული ფილმის“ რედაქტორად; ეწეოდა პედაგოგიურ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მთრგმნელობით საქმიანობას.
სცენარის ავტორია ფილმების: “ვედრება” (1967), “გზა შინისაკენ” (1981), “ჩაკლული სული” (1994), “კნუტ ჰამსუნის კავკასიური მისტერიები” (დოკუმენტური, 2005) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: “იყო შაშვი მგალობელი” (1970), “წისქვილი ქალაქის გარეუბანში” (1981).