“ეს ძალზე საშიშია. ამ რღვევას ვერავინ შეაჩერებს” – ლელა კაკულიას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება – geonewest.com
ახალი ამბებისაკითხავი

“ეს ძალზე საშიშია. ამ რღვევას ვერავინ შეაჩერებს” – ლელა კაკულიას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება

ცნობილი ნათელმხილველის ლელა კაკულიას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება ვრცელდება სოციალურ ქსელში:

“მეგობრებო,
მონღოლეთის ექსპრეზიდენტმა ცაჰიაგიინ ელბეგდორჯმა, მას შემდეგ, რაც ვლადიმი პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს ინტერვიუ მისცა, სოციალურ ქსელში მონღოლეთის ისტორიული რუკები გამოაქვეყნა. და პოსტიც დაურთო:
‼️”პუტინის ინტერვიუს შემდეგ მონღოლეთის ისტორიული რუკები მოვძებნე. არ ინერვიულოთ. ჩვენ მშვიდობიანი და თავისუფალი ერი ვართ”.
რუკებზე ჩანს, რომ რუსეთი წარსულში პატარა “ლაქაა”, მერე კი ფართოვდება და მონღოლეთის ტერიტორიაზე იჭიმება.
ანუ ელბეგდორჯმა რუსეთს მისი ამჟამინდელი ტერიტორიის ისტორიული პატრონი შეახსენა.
და აქ ლელა კაკულიას ერთი წინასწარმეტყველება გაგვახსენდა:
✅️ 2009 წელი, 16 აპრილი
რუსეთი XIII საუკუნეში პატარა იყო, მაგრამ დღეს იგი მონღოლეთის ტერიტორიაზეცაა გადაჭიმული, რომელიც რუსეთმა შეიერთა და გახდა „დიდი რუსეთი“.
მომავალში კი ვხედავ გაერთიანებულ მონღოლებს, სწორედ ისე, როგორც ჩინგიზ ყაენმა გააერთიანა ყველა ტომი და შექმნა მონღოლთა უდიდესი იმპერია.
ჰოდა, მოევლინება მსოფლიოს მეორე ჩინგიზ-ყაენი, გამოთქვამს პრეტენზიებს და ეს იქნება სამართლიანი პრეტენზიები, რადგან რუსეთის ტერიტორია – ეს ისტორიული მონღოლეთია.
მინდა განვუცხადო კრემლის ბინადართ, რომ ისტორია გამეორდება და მიტაცებულ ტერიტორიებს დაკარგავთ!
ფრთხილად, რუსეთო! იბადება მონღოლი ჩინგიზ-ყაენის სული და დაბრუნდებით მე-13 საუკუნეში, ანუ იმ ეპოქაში, როცა რუსეთი რუკაზე ერთი პატარა მწვანე ლაქა იყო მხოლოდ.
ისინი რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქრებენ, ვხედავ, და ეს ძალზე საშიშია. ამ რღვევას ვერავინ შეაჩერებს.
მონღოლები მთელ წართმეულ ტერიტორიებს იბრუნებენ”

Back to top button