

აშშ-ში, TikTok-ის ახალგაზრდა ვარსკვლავი, ანა გრეის ფელანი 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას თავის ტვინის მე-4 სტადიის კიბო ჰქონდა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ მის TikTok გვერდზე დაიწერა.
გოგონა გამომწერებს კიბოსთან ბრძოლის შესახებ უყვებოდა და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა. ფელანს დიაგნოზი გასული წლის, სექტემბერში დაუსვეს.
როგორც მედია იუწყება, ახალგაზრდა ქალი პირველად TikTok-ზე დიაგნოზის დასმის შემდეგ გამოჩნდა, რათა ფართო აუდიტორიისთვის საკუთარი ავადმყოფობის ისტორია გაეზიარებინა. მან პოპულარობა მალევე მოიპოვა.