ცოლი დაიღუპა, ქმარი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს – რა უბედურება დატრიალდა ბათუმში? – geonewest.com
ახალი ამბები

ცოლი დაიღუპა, ქმარი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს – რა უბედურება დატრიალდა ბათუმში?

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ტურისტი დაიღუპა. ძლიერი ქარის შედეგად პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტები, ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ.

დაშავებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, ხოლო ქალი ადგილზე დაიღუპა.

როგორც “ინტერპრესნიუს” ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებული მამაკაცი კონტაქტურია. ექიმების თქმით, პაციენტს ამ დროისთვის, სამედიცინო კვლევები უტარდება.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.
წყარო: resonancedaily. com

Back to top button