ახალი ამბები
დიანა ღურწკაიას სახლი დაცხრილეს – მომხდარზე რა დეტალებია ცნობილი
მომღერალ დიანა ღურწკაიას მოსკოვის ცენტრში მდებარე ბინა დაცხრილეს.
2024 წლის 10 ივლისს დილით ცნობილი გახდა, რომ ტყვიები პნევმატური იარაღიდან იყო ნასროლი. სროლა მეზობელი სახლის მცხოვრებმა დაიწყო. ღურწკაიამ სამართალდამცავ უწყებებს განუცხადა, რომ ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის.
ამ დროისთვის მსროლელის ვინაობა უკვე დადგენილია – ის არაადეკვატურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
პოლიციამ გაარკვია, რომ სროლა მიზანმიმართული არ ყოფილა და მომღერლის ბინა შემთხვევით დაზიანდა. შემთხვევის შედეგად საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.