წლის ბოლომდე იქნება სვანეთის ტრაგედია, ნგრევა, ქარიშხალი, რასაც პატარა სახე არ ექნება… მილიონობით ადამიანი დაიღუპება“ – გოგა მანიას შოკის მომგვრელი წინასწარმეტყველება
2030 წლამდე მილიონობით ადამიანი უნდა დაიღუპოს დედამიწაზე. ერთი იქნება ძველი ვირუსის შედეგად, ჰაერით გადამდები და მეორე კვებიდან წამოსული, ხორცის, ფრინველის, ცხოველის დაავადება, რაც ძალიან დიდ დარტყმებს მოიტანს სხეულზე. კიდევ ერთი ჩაკეტილობა ელოდება დედამიწას. იქნება დაავადება, კანის პრობლემა, რაც მუტაციას განიცდის მზის სხივებზე. ეს გამიზნულია იმისთვის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპოს“, – ამის შესახებ ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს და საზოგადოებას მოახლოებული საშიშროებების შესახებ აფრთხილებს.
„2024 წლის ბოლომდე იქნება სვანეთის ტრაგედია, შოვის მსგავსი პრობლემის წინაშე იქნება და ამაზე დიდ ყურადღებას გაამახვილებენ.
ორი-სამი ქალაქი დაიტბორება, ზღვისპირა სანაპიროებზე იქნება ნგრევა, ქარიშხალი, რასაც პატარა სახე არ ექნება. გარდა ამისა, იქნება მიწისძვრა წლის ბოლომდე, ორი საკმარისად ძლიერი.
საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდება უცნაური ამბავი უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მფრინავი. იქნება კონფლიქტი, გაურკვევლობა და ცეცხლი აუცილებლად.
პიროვნება, მომღერალი გარდაიცვლება. ასევე გარდაიცვლება ეზოტერიკოსიც და ჟურნალისტი.
იქნება საუბარი ახალ ვირუსზე, იყავით ფრთხილად.
იქნება პოლიციის შენობაზე ცეცხლი“, – ამბობს გოგა მანია.